Opta-ს სუპერკომპიუტერი პრემიერ ლიგის გამარჯვებულს ვარაუდობს
3 კვირის წინ
ფეხბურთი
1 წთ
საფეხბურთო სტატისტიკისა და ანალიტიკის მწარმოებელმა კომპანია Opta-მ სუპერკომპიუტერის გამოყენებით ინგლისის პრემიერ ლიგის 2024/25 წლების სეზონის ჩემპიონი გუნდი ივარაუდა.
12 ტურის ჩატარების შემდეგ შედგენილი მონაცემების მიხედვით, სუპერკომპიუტერმა ჩემპიონობის მთავარ კანდიდატად "ლივერპული" (69.5%) დაასახელა, ხოლო მეორე ადგილზე გასული 4 გათამაშების ჩემპიონი "მანჩესტერ სიტი" (23.3%) გაიყვანა. საჩემპიონო შანსები ლონდონურმა გუნდებმა, "არსენალმა" (6.5%) და "ჩელსიმაც" (0.6%) მიიღეს.
12 ტურის შემდეგ "ლივერპული" ინგლისის პრემიერ ლიგას 31 ქულით ლიდერობს და "მანჩესტერ სიტის" 8 ქულით უსწრებს.