გვარდიოლამ ჟურნალისტს ასისტენტობა შესთავაზა
მანჩესტერ სიტის მწვრთნელმა, პეპ გვარდიოლამ, რანგით მეოთხე დივიზიონის გუნდ, სალფორდ სიტისთან FA თასის მეოთხე ეტაპის მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე, ტაქტიკაზე დასმული კითხვების შემდეგ, სასაცილოდ უპასუხა. გვარდიოლა, რომელიც ტაქტიკური ინოვაციებით არის ცნობილი, რეპორტიორის გამჭრიახმა კითხვამ გააოგნა და ხუმრობით შესთავაზა, რომ მისი შტაბის წევრი გამხდარიყო.
სიტი პრემიერ ლიგიდან ყურადღებას FA თასზე გადაიტანს. ეს ორი გუნდი, გასულ სეზონში შეხვდა ერთმანეთს, სადაც სიტიმ 8:0 მოიგო. გვარდიოლა, სავარაუდოდ, თავის გუნდში როტაციას მიმართავს.
გვარდიოლას დეტალური კითხვა დაუსვეს ტაქტიკის შესახებ, თუ როგორ განალაგა მან წინა სამეული ამ სეზონში (ჟურნალისტი დაეყრდნო პეპ გვარდიოლას 2006 წლის გამონათქვამებს) - როგორც ჩანს, პეპი გაოცებული იყო რეპორტიორის ცოდნით და უპასუხა: „გინდა ჩემი ასისტენტი მწვრთნელი იყო?! ჯანდაბა, ბრწყინვალე ხარ. საუკეთესო".
Pep Guardiola to a knowledgeable reporter: "Do you want to be my assistant coach? Fucking hell. You are brilliant"
— BeanymanSports (@BeanymanSports) February 13, 2026
Full press conference linked below 👇 pic.twitter.com/q6vyD2btVf
ამ პასუხმა საპრესკონფერენციო დარბაზში სიცილი გამოიწვია, გვარდიოლამ კი განაგრძო:
ამჟამად მხოლოდ ერთი ნამდვილი ვინგერი გვყავს, ანტუანი [სემენიო] და უნდა შევქმნათ სისტემა, რომელიც მოთამაშეებისთვის კომფორტული იქნება. მეტი არაფერი. როდესაც 70, 80 წლის ვიქნები, უკან მოვიხედავ და ვიფიქრებ, რომ ბევრ რამეს შევცვლიდი, მაგრამ თუ ვინგერები არ მყავს, ვინგერებით არ ვიტამაშებ - სხვა სისტემას მივმართავ, რათა თავი კომფორტულად იგრძნონ. - განაცხადა პეპ გვარდიოლამ
FA თასის 16 საუკეთესოში მოხვედრა, სიტის წესით არ უნდა გაუჭირდეს - პეპ გვარდიოლას გუნდისთვის კარგი სიახლე უფრო ის არის, რომ არსენალმა პრემიერ ლიგის ბოლო ტურში ქულები დაკარგა და ჩამორჩენა ახლა მხოლოდ 4 ქულაა.