Belive

ოფიციალურად: FIFA-მ და UEFA-მ რუსეთის ნაკრებსა და კლუბებს ტურნირებზე მონაწილეობის უფლება შეუჩერა

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
UEFA-სა და FIFA-ს ოფიციალური გადაწყვეტილების მიხედვით, რუსეთის ეროვნულ ნაკრებსა და კლუბებს ყველა ტურნირზე მონაწილეობის უფლება შეუჩერდათ. დისკვალიფიკაციის მიხედვით, რუსეთის ნაკრები ვეღარ ჩაატარებს მატჩებს მარტში, მსოფლიო ჩემპიონატის საკვალიფიკაციო ეტაპზე, რუსული გუნდები კი ევროტურნირებზე აღარ იასპარეზებენ. მიმდინარე სეზონში, ევროპა ლიგაზე დარჩენილი ერთადერთი რუსული გუნდი, მოსკოვის "სპარტაკი" გათამაშებიდან მოეხსნა და "ლაიფციგი" 1/4 ფინალში გავიდა. ასევე, ევროპის ჩემპიონატიდან მოეხსნა რუსეთის ქალთა ნაკრებიც. გარდა ამისა, FIFA-მ და UEFA-მ გაზპრომთან კონტრაქტის გაწყვეტის გადაწყვეტილებაც მიიღეს. შეგახსენებთ, რომ ევროლიგიდან რუსული საკალათბურთო გუნდებიც მოკვეთეს.

სხვა სტატიები