ბრუნო ფერნანდეშის გმირული საქციელი | პორტუგალიელი თვითმფრინავში ცუდად მყოფ მგზავრს დაეხმარა
"მანჩესტერ იუნაიტედის" ფეხბურთელები, ბრუნო ფერნანდეში და დიოგო დალო მანჩესტერიდან ლისაბონის მიმართულებით, სანაკრებო მატჩებისთვის მიფრინავდნენ. როგორც წყარო BusinessCloud იტყობინება, ფრენისას ბრუნო თვითმფრინავში გადაადგილდებოდა და შეამჩნია, რომ ერთ-ერთი ადამიანი შეუძლოდ გახდა, 30 წლის ფეხბურთელმა მის დასახმარებლად სათადარიგო სავარძელი გამოიყენა და მგზავრს დაჯდომაში დაეხმარა, ამის შემდეგ მან დაიყვირა და ხალხს შველა სთხოვა.
მომხდარი ფაქტის შემდეგ ბრუნო 10 წუთი მგზავრთან იყო და სანამ კარგად არ გახდა, მანამდე გვერდიდან არ მოშორდა. თვითმფრინავში მყოფმა მგზავრებმა "იუნაიტედის" ფეხბურთელებთან სელფი გადაიღეს.
ბრუნო ფერნანდეში და დიოგო დალო ერთა ლიგის ტურნირზე ითამაშებენ, 15 ნოემბერს პორტუგალია ჯერ პოლონეთს შეხვდება, 18-ში კი ხორვატიას ესტუმრება.
.@ManUtd footballer @B_Fernandes8 has been praised for his quick-thinking actions after coming to the aid of a fellow passenger on a flight to Lisbon.
— BusinessCloud.co.uk (@BCloudUK) November 12, 2024
The @easyJet plane was full of delegates heading to the #WebSummit when the mid-air drama unfolded.https://t.co/0wcjU6AskI pic.twitter.com/FUV0yhz9AL