გონსალო რამოსს ტერფის მოტეხილობა დაუდგინდა
"პარი სენ-ჟერმენმა" ლიგა 1-ის 2024/25 წლების სეზონის სადებიუტო მატჩში დამაჯერებელი გამარჯვება (1:4) მოიპოვა, თუმცა პირველივე ტაიმში გონსალო რამოსმა მძიმე ტრავმა მიიღო და მოედანი იძულებით დატოვა.
პარიზული კლუბის პირველი გოლი რამოსის აქტიურობას მოჰყვა. ეფექტური მოქმედებების შემდეგ, რამოსმა სეზონის პირველი ასისტი გაიფორმა, მაგრამ 25-ე წუთზე, მეტოქისგან ფეხში მძიმე დარტყმა მიიღო.
ერთი შეხედვითაც ნათლად ჩანდა, რომ პორტუგალიელის ტრავმა მძიმე იყო, თუმცა პარიზელთა ყველაზე ცუდი მოლოდინი გამართლდა - დამატებით ჩატარებული გამოკვლევების შემდეგ დადასტურდა, რომ გონსალო რამოსს მარცხენა ტერფი აქვს მოტეხილი და მოედანზე დაბრუნებას მინიმუმ 3 თვე ვერ შეძლებს.
🚨⚠️ Gonçalo Ramos has suffered fractured left ankle and he will be out for at least three months, as Le Parisien reported.
— Fabrizio Romano (@FabrizioRomano) August 17, 2024
PSG will now consider the possibility to bring in new striker in final days 🔴🔵 pic.twitter.com/nO6sbuXciJ
შეგახსენებთ, გონსალო რამოსი 2023 წელს "პარი სენ-ჟერმენში" 1-წლიანი იჯარით გადავიდა. პარიზელებს მისი გამოსყიდვის უფლება ჰქონდათ და საბოლოოდ, 65 მილიონი ევროს სანაცვლოდ, რამოსმა "ბენფიკა" ოფიციალურად დატოვა და "პსჟ"-ს სრულუფლებიანი წევრი გახდა.