ოფიციალურად: ბარსელონას დროებითი მწვრთნელი ცნობილია
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
რონალდ კუმანის დრო “ბარსელონაში” ამოიწურა: წარუმატებელი შედეგებისა და უსახური ფეხბურთის ფონზე, ნიდერლანდელი გუნდის მთავარი მწვრთნელის პოსტიდან გაათავისუფლეს. კუმანმა, რომელიც გუნდის ერთ-ერთ ლეგენდად ითვლება, 2020/21 წლების სეზონში გუნდის რეაბილიტაცია ვერ შეძლო. მისი გათავისუფლების საბაბი მადრიდის “რეალთან” და “რაიო ვალეკანოსთან” ზედიზედ განცდილი 2 მარცხი გახდა. შედეგად, ამ მომენტისთვის, კატალონიური გუნდი თავისთვის უჩვეულო, მე-9 პოზიციას იკავებს. რამდენიმე წუთის წინ კი ცნობილი გახდა, რომ "ბარსელონას" დროებით მწვრთნელად - სერხი ბარხუანი დაინიშნა.
სერხი ბარხუანი "ბარსელონას" მეორე გუნდის, "ბარსელონა" B-ს მთავარი მწვრთნელი იყო. ესპანური მედიის მტკიცებით, რონალდ კუმანს ესპანელი ხავი ჩაანაცვლებს, რომელიც ამჟამად ყატარულ “ალ სადს” წვრთნის. “ბლაუგრანას” ლეგენდას ყატარში შესანიშნავი შედეგები აქვს – მისი ხელმძღვანელობით, გუნდმა 2 წელიწადში 7 ტიტული მოიგო.LATEST NEWS | Sergi Barjuan, new interim manager of FC Barcelona More info: https://t.co/XhkvtE1q9L pic.twitter.com/IV77rw7vXP — FC Barcelona (@FCBarcelona) October 28, 2021