ევროპული სატრანსფერო გამოცემები, მათ შორის Transfermarkt-ი აქტიურად ავრცელებენ ინფორმაციას იმის შესახებ, რომ საქართველოს ნაკრების ცენტრალური მცველი, ლუკა ლოჩოშვილი კარიერას სერია A-ში გააგრძელებს.
ბოლო პერიოდის განმავლობაში, 24 წლის ქართველი ცენტრალური მცველი რამდენიმე იტალიურ კლუბს დაუკავშირეს, მათ შორის სერია A-ში აღზევებულ "კრემონეზეს", თუმცა ყველაზე დიდ ინტერესს "ვერონა" იჩენს. იტალიური პრესის ინფორმაციით, "ვერონამ" ავსტრიულ "ვოლფსბერგერს" უკვე ოფიციალური შეთავაზებით მიმართა და ქართველი ფეხბურთელის კონტრაქტის გამოსასყიდად 1.6 მილიონ ევროს სთავაზობს.
"დინამო თბილისის" აღზრდილ ფეხბურთელს კარიერის განმავლობაში კიევის "დინამოს" მეორე გუნდში და სლოვაკურ "ჟილინაში" უთამაშია, ხოლო ავსტრიულ "ვოლფსბერგერს" 2020 წლის 24 აგვისტოს შეუერთდა და 69 მატჩში 2 გოლის გატანა და 1 საგოლე გადაცემის გაკეთება მოახერხა.