Belive

ოფიციალურად: ბორდოს წაგება ჩაეთვალა და ლიგა 1-ში ვეღარ აღზევდება

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

საფრანგეთის ფეხბურთის ფედერაციის სადისციპლინო კომიტეტის გადაწყვეტილებით, 2022/23 წლების სეზონში საქართველოს ნაკრების შემტევი ნახევარმცველის, ზურიკო დავითაშვილის "ბორდო" ლიგა 1-ში აღზევებას ვეღარ მოახერხებს.

ეს მას შემდეგ გაირკვა, რაც შესაბამისმა ორგანომ გადაწყვეტილება მიიღო საფრანგეთის ლიგა 2-ის 38-ე ტურის შეხვედრაზე და "ბორდოსა" და "როდეზს" შორის მომხდარი ინციდენტის გამო "ჟირონდინებს" წაგება ჩაუთვალა. შედეგად, გუნდს გიორგი მიქაუტაძის "მეცთან" 3-ქულიანი ჩამორჩენა შეექმნა და ლიგა 1-ში დაბრუნება სულ მცირე 1 სეზონით გადაიდო.

უშუალოდ 22 წლის ქართველს შესანიშნავი სეზონი გამოუვიდა და ყველა ტურნირზე ჩატარებულ 31 შეხვედრაში 6 გოლის გატანა და 3 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. ქართველი ფეხბურთელი მაისის თვეში ჩემპიონატის საუკეთესო მოთამაშედ დასახელდა.

სხვა სტატიები