"ბარსელონამ" ოფიციალურად დაადასტურა, რომ გუნდის თავდამსხმელი ფერან ჟუტგლა კარიერას "ბრიუგეში" გააგრძელებს.
23 წლის ესპანელის ტრანსფერი ბელგიურ კლუბს ხუთი მილიონი ევრო დაუჯდა. გარდა ამისა, ცნობილია, რომ "ბლაუგრანა" ჟუტგლას შემდეგი ტრანსფერიდან, თანხის 10%-ს მიიღებს.
ჟუტგლა კატალონიურ კლუბში გასულ წელს გადავიდა. ამ დროის განმავლობაში ფერანმა " ბარსელონას" ძირითად გუნდში ცხრა მატჩი ჩაატარა და ორი გოლის გატანა მოახერხა.
"ბრიუგე" გასულ სეზონში ბელგიის ჩემპიონი გახდა და 2022/23 წლების სეზონში გუნდი ჩემპიონთა ლიგაზე იასპარეზებს.