Meczyki: "ლევანდოვსკი სეზონის ბოლოს ბარსელონას დატოვებს - ახალი კონტრაქტი არ განიხილება"
ბარსელონას 37 წლის ვეტერანი პოლონელი თავდამსხმელი - რობერტ ლევანდოვსკი, მიმდინარე სეზონის დასრულების შემდეგ კატალონიურ კლუბს დატოვებს. ამის შესახებ ინფორმაციას პოლონური გამოცემა 'Meczyki' ავრცელებს.
პოლონური გამოცემის მიხედვით, რობერტ ლევანდოვსკისა და ბარსას შორის, ახალი კონტრაქტის მოლაპარაკებები სრულიად შეჩერებულია და არც განიხილება, შესაბამისად ზაფხულში 37 წლის პოლონელის კლუბიდან წასვლა ძალიან რეალურია.
🚨 𝗠𝗔𝗝𝗢𝗥 𝗕𝗥𝗘𝗔𝗞𝗜𝗡𝗚: Robert Lewandowski is on the verge of making his decision to LEAVE Barcelona!
— The Touchline | 𝐓 (@TouchlineX) May 13, 2026
The closest destination is Saudi Arabia and the match vs Real Betis at Camp Nou this Sunday is expected to be his farewell game.
— @wlodar85 pic.twitter.com/zQLN2vqXpK
ლევანდოვსკი კლუბისგან ახალი 1-წლიან კონტრაქტს ელოდება, თუმცა თუ ახალი წინადადება არ იქნება, ლევანდოვსკი კლუბს თავისუფალი აგენტის სტატუსით დატოვებს.
ლევანდოვსკი საკუთარ მომავალთან დაკავშირებით საბოლოო გადაწყვეტილებას უახლოეს დღეებში მიიღებს, თუმცა, წყაროს ცნობებით, პოლონელი ფეხბურთელი “ბლაუგრანასთან” კონტრაქტის გახანგრძლივებას არ აპირებს.
17 მაისს ბეტისთან “სპოტიფაი კამპ ნოუზე” გასამართი მატჩი რობერტის გამოსამშვიდობებელი თამაში იქნება.
გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, ლევანდოვსკი კარიერას საუდის არაბეთში ან MLS-ში გააგრძელებს - მისი გადაბირებით სერია A-ს კლუბებიც არიან დაინტერესებულნი, თუმცა მისი ტრანსფერი საკმაოდ დიდ თანხასთან არის დაკავშირებული, რაც კლუბებს არ უღირთ.
რობერტ ლევანდოვსკის მოქმედი კონტრაქტის ვადა 30 ივნისს იწურება - პოლონელი ფორვარდი კატალონიურ გრანდში 2022/2023 წლების სეზონიდან თამაშობს, რა პერიოდშიც მან 190 მატჩი ჩაატარა, სადაც 119 გოლის გატანა და 24 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.
გარდა სტატისტიკისა, ლევანდოვსკიმ 'ბლაუგრანასთან' ერთად, 3-ჯერ ლა ლიგის, 3-ჯერ ესპანეთის სუპერ თასისა და ერთხელ ესპანეთის თასის მოგება შეძლო.