Belive

ოფიციალურად: ვაკო გვილია ვარშავის ლეგიაში დაბრუნდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების ნახევარმცველი, ვაკო გვილია საკლუბო კარიერას ვარშავის "ლეგიაში" გააგრძელებს.

28 წლის ნახევარმცველი პოლონეთის ყველაზე ტიტულოვან კლუბში დაბრუნდა. თავდაპირველად, დედაქალაქურმა კლუბმა გაავრცელა ინფორმაცია, რომ გვილია გუნდთან ერთად ვარჯიშობდა, ახლა კი საქართველოს ნაკრების ოფიციალური გვერდის ცნობით, მხარეებს შორის შეთანხმება შედგა და გვილია ყოფილ კლუბს დაუბრუნდა.

კონტრაქტის დეტალები ჯერჯერობით უცნობია და ამის შესახებ განცხადება თავად პოლონეთის 15-გზის ჩემპიონს არ გაუვრცელებია.

"ლეგია" ექსტრაკლასაში ჩატარებული 25 ტურის შემდეგ 52 ქულით მეორე პოზიციას იკავებს და ლიდერ "რაკუვს" 9 ქულით ჩამორჩება.

ვაკო გვილია, რომელიც ბორისოვის "ბატესთან" ერთად ორჯერ ბელარუსის ჩემპიონი გახდა, ბოლო წლებში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანი ქართველი ფეხბურთელია. მან "ლეგიაში" 2019-2021 წლებში ითამაშა და ორჯერ ექსტრაკლასას ჩემპიონი გახდა. 70 ჩატარებულ შეხვედრაში მის აქტივში 11 გოლი და 11 საგოლე პასი იყო. 2021 წლის ზაფხულიდან 2023 წლის ზამთრამდე ვაკო "რაკუვის" შემადგენლობაში გამოდიოდა, რომელმაც პოლონეთის ჩემპიონატში მეორე პოზიცია დაიკავა და ქვეყნის თასის მოგებაც მოახერხა. ვაკო გვილიას საქართველოს ნაკრებში ჩატარებულ 44 მატჩში 3 გოლი აქვს გატანილი და 5 საგოლე პასი გაკეთებული.

სხვა სტატიები