გიორგი მიქაუტაძე მეცის თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა
2022/23 წლების სეზონში უკვე მეხუთედ საქართველოს ნაკრების თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე "მეცის" თვის საუკეთესო ფეხბურთელად დასახელდა.
თებერვლის თვის საუკეთესო ფეხბურთელის წოდებისთვის ბრძოლაში 21 წლის ცენტრალურმა ფორვარდმა თანაგუნდელები, იუსუფ მაზიზი, ისმაილ ტრაორე და მატიეუ უდოლი დაამარცხა.
ქართველმა ფეხბურთელმა, რომელიც საფრანგეთის ლიგა 2-ის საუკეთესო ბომბარდირია (14 გატანილი გოლით), თებერვლის თვეში 5 მატჩში მიიღო მონაწილეობა, 4 გოლის გატანა და 2 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა, გამოკითხვაში კი ხმათა 74% დააგროვა და ერთპიროვნულად, დამაჯერებელი გამარჯვება მოიპოვა.
რაც შეეხება მიქაუტაძის კლუბს, "მეცს" საფრანგეთის რანგით მეორე დივიზიონში 28 ტურის შემდეგ 49 ქულა აქვს და მეოთხე პოზიციას იკავებს. მეორე ადგილზე მყოფ ზურიკო დავითაშვილის "ბორდოსთან" ჩამორჩენა 2 ქულაა.