Belive

CIES-ის კვლევის მიხედვით მიქაუტაძე საფრანგეთში ყველაზე ღირებულ ფეხბურთელად შეფასდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ნაკრების და ფრანგული "მეცის" ცენტრალური თავდამსხმელი, გიორგი მიქაუტაძე საფრანგეთის ლიგა 2-ის ყველაზე პროდუქტიულ და ღირებულ ფეხბურთელად შეფასდა.

როგორც ირკვევა, გიორგი მიქაუტაძე სპორტის შესწავლის საერთაშორისო ცენტრის CIES-ის კვლევებმა შეაფასა და ის საფრანგეთის ლიგა 2-ის ყველაზე ძვირფას ფეხბურთელად აღიარა.

transfermarkt-ის მონაცემებით, 22 წლის ქართველი თავდამსხმელი 6 მილიონადაა შეფასებული, თუმცა CIES-მა ის 10 მილიონ ევროდ შეაფასა. ამ მხრივ ის ლიგა 2-ში ყველაზე ძვირადღირებული ფეხბრუთელია და საგრძნობლად უსწრებს ზურიკო დავითაშვილის თანაგუნდელს "ბორდოში", ჟუნიორ მუანგას (5 მილიონი ევრო) და სტეფანოის საიდუ სოუს (4 მილიონი ევრო).

გიორგი მიქაუტაძეს საფრანგეთის ლიგა 2-ში 22 გატანილი გოლი და 7 საგოლე პასი აქვს და ბომბარდირთა დავას ერთპიროვნულად ლიდერობს.

სხვა სტატიები