ოფიციალურად - ცნობილია თუ რამდენ მატჩს გამოტოვებს ლეო მესი
4 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონას" შემტევმა, ლიონელ მესიმ "ბილბაოს" წინააღმდეგ მატჩში იუხეშა და, შესაბამისად, წითელი ბარათი მიიღო. ვრცელდებოდა ინფორმაცია, რომ არგენტინელ ფეხბურთელს 2-12 შეხვედრის გამოტოვება მოუწევდა. ახლა კი, ესპანეთის სადისციპლინო კომიტეტის პრეზიდენტმა, კარმენ პერესმა აღნიშნულ თემასთან დაკავშირებით განაცხადა, რომ "ლა პულგას" მხოლოდ 2-მატჩიანი დისკვალიფიკაცია ექნება.
შესაბამისად, არგენტინელი ფეხბურთელი "ბარსას" დახმარებას "კორნელიასა" და "ელჩეს" წინააღმდეგ ვერ შეძლებს.🚨 Leo Messi faces a two-match suspension for his red card in Sunday's Supercopa final 🚨 pic.twitter.com/MDmNXTD1Nk — B/R Football (@brfootball) January 19, 2021