Belive

ოფიციალურად: შეფილდ იუნაიტედი პრემიერ ლიგაში დაბრუნდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინგლისური ფეხბურთის ერთ-ერთი ყველაზე ისტორიული კლუბი, "შეფილდ იუნაიტედი" პრემიერ ლიგას დაუბრუნდა.

მას მერე, რაც გუნდი 2021/22 წლების სეზონში ინგლისური ფეხბურთის ელიტიდან ერთი საფეხურით დაქვეითდა, "შეფილდმა" მომდევნო სეზონშივე პრემიერ ლიგაში დაბრუნება მოახერხა.

ეს ამბავი მას შემდეგ გაოფიციალურდა, რაც გუნდმა "ვესტ ბრომი" საშინაო კედლებში - 3:0 დაამარცხა 43 მატჩის შემდეგ 85 ქულა დააგროვა და პრემიერ ლიგის საგზური მოიპოვა.

გარდა "შეფილდისა" პრემიერ ლიგაში აღზევება და დაბრუნება "ბარნლიმაც" მოახერხა, რომელიც ამ მომენტისთვის, ჩატარებული 44 ტურის შემდეგ დაგროვებული 95 ქულით ერთპიროვნული ლიდერია, საგზური კი უკვე განაღდებული აქვს.

სხვა სტატიები