ფერდინანდი: ,,არტეტამ გამარჯვება ისე აღნიშნა, მეგონა, არსენალმა პრემიერლიგა მოიგო''
10 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ინგლისის ეროვნული ნაკრებისა და ,,მანჩესტერ იუნაიტედის'' ყოფილმა ფეხბურთელმა, რიო ფერდინანდმა, ,,არსენალის'' მთავარი მწვრთნელი, მიკელ არტეტა ,,ლივერპულთან'' მოგების ემოციურად აღნიშვნის გამო გააკრიტიკა:
,,არტეტამ გამარჯვება ისე აღნიშნა, მეგონა, არსენალმა პრემიერლიგა მოიგო. მთელი სტადიონი შემოიარა და, ალბათ, 10 ათასი ნაბიჯი გადადგა... რას ნიშნავს ეს?
არის თუ არა ეს გუნდი ტიტულისთვის მზად? არა, არა და არა! ასეთი ზეიმი ამ მატჩის შედეგს არ შეეფერებოდა. თითქოს, მათ დაიჯერეს, რომ ლიგა უკვე მოიგეს, ამაში კი ცდებიან.
მანჩესტერ სიტიზე უნდა იფიქრონ და არა ლივერპულზე, გვარდიოლას გუნდს ორი მატჩით ნაკლები აქვს ჩატარებული.'' - რიო ფერდინანდი
პრემიერლიგის 23-ე ტურში ,,არსენალმა'' ,,ლივერპულს'' უმასპინძლა და 3:1 დაამარცხა.
,,მეთოფეები'' 49 ქულით სატურნირო ცხრილის მეორე პოზიციაზე არიან და კლოპის გუნდს 2 ქულით ჩამორჩებიან.
Rio Ferdinand on Arsenals:
— Anything Liverpool (@AnythingLFC_) February 5, 2024
"I thought Arsenal won the league the way you man was celebrating! Your manager’s doing laps [of the stadium]! Your manager has done his 10,000 steps today with them laps round the ground after they won! What’s this about? Deluded. Deluded FC." pic.twitter.com/TzfzJTyAO9