Belive

ლესტერის ჩემპიონობის ერთ-ერთმა შემოქმედმა კარიერა დაასრულა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

მსოფლიო ფეხბურთის ისტორიაში ერთ-ერთი ყველაზე დიდი სენსაციის, "ლესტერის" მიერ ინგლისის პრემიერ ლიგის მოგების ერთ-ერთმა შემოქმედმა, დენი დრინკოვოტერმა კარიერა დაასრულა.

"ალბათ საკმაოხნიანი პაუზა გამომივიდა, მაგრამ დროა, რომ პროფესიონალური ფეხბურთიდან ჩემი წასვლის შესახებ გამოვაცხადო. არ მეგონა, თუ ეს ჩემზე ძალიან იმოქმედებდა, მაგრამ ახლა თავს ემოციურად ვგრძნობ", - თქვა 33 წლის ფეხბურთელმა High Performance-ის პოდკასტში.

დრინკვოტერი "მანჩესტერ იუნაიტედის" აკადემიის აღზრდილია და კარიერის საწყის ეტაპზე არცისე დიდი წარმატებით ასპარეზობდა. მისი ყველაზე წარმატებული პერიოდი "მეილებს" უკავშირდება, როცა პრემიერ ლიგის მოგება მოახერხა, შემდეგ კი 2017 წლის ზაფხულში, ლონდონის "ჩელსის" შეუერთდა. "არისტოკრატების" შემადგენლობაში" მან ფეხის მოკიდება ვერ შეძლო, იჯარის წესით ინგლისურ და თურქულ გუნდებში ითამაშა, ბოლოს კი მოედანზე წელიწადზე მეტი ხნის წინ გავიდა. 2022 წლის ზაფხულში ის "ლურჯებს" დაემშვიდობა.

კარიერის განმავლობაში დრინკოვოტერმა ორჯერ ინგლისის პრემიერ ლიგა ("მანჩესტერ იუნაიტედსა" და "ლესტერში"), ინგლისის ლიგის თასი და სუპერ თასი და მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი მოიგო, ინგლისის ნაკრებში კი 3 მატჩის ჩატარება მოახერხა

სხვა სტატიები