Belive

ოფიციალურად: სანდრო ტონალი ნიუკასლის ფეხბურთელია

9 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ინფორმაცია, რომელიც ბოლო პერიოდის განმავლობაში ევროპული მედია აქტიურად ავრცელებდა, ოფიციალურად დადასტურდა - სანდრო ტონალი "ნიუკასლის" ფეხბურთელი გახდა.

23 წლის იტალიელმა ნახევარმცველმა, რომელმაც "მილანი" დატოვა, ახალ კლუბთან კონტრაქტი 2028 წლამდე გააფორმა.

არაოფიციალური ინფორმაციით, ტონალის ტრანსფერში "კაჭკაჭებმა" "როსონერის" იტალიის ნაკრების ფეხბურთელის სანაცვლოდ 70 მილიონი ევრო გადაუხადეს.

სანდრო ტონალი “მილანმა” 2020 წლის 9 სექტემბერს, “ბრეშადან” შეუერთდა და 1 სეზონის განმავლობაში ყოფილ კლუბში იჯარის წესით დარჩა, 2021 წლის 30 ივნისს კი ახალი გუნდის სრულუფლებიანი წევრი გახდა და 130 მატჩში 7 გოლის გატანა და 13 საგოლე პასის გაკეთება მოახერხა. 23 წლის ფეხბურთელმა, რომელსაც კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე აქვს, 2021/22 წლების სეზონში სერია A-ს მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები