Belive

ალექსანდერ ისაკი ლივერპულთან პირადად შეთანხმდა

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

THE SUN-ის ინფორმაციით, ალექსანდერ ისაკმა ლივერპულთან ხუთწლიანი კონტრაქტის პირად პირობებზე შეთანხმებას მიაღწია, ედი ჰაუ (ნიუკასლის მწვრთნელი) თავდამსხმელის შესახებ ახალ ინფორმაციას ავრცელებს და ამბობს, რომ მას ძალიან სურდა ისაკის შენარჩუნება, თუმცა ეს აღარ გამოვა.

ისაკს ნიუკასლში კვირაში დაახლოებით 130 000 ფუნტი სტერლინგი ჰქონდა. ლივერპულში კი ის ელის, რომ ეს თანხა 300 000-მდე ავა.

ლივერპული ახლა ნიუკასლთან უნდა შეთანხმდეს თანხაზე, რომელიც ნიუკასლს სრულად დააკმაყოფილებს, რათა ერთ-ერთი უდიდესი ვარსკვლავი გაუშვას.

ლივერპულის ხელმძღვანელები ისაკისთვის 150 მილიონ ფუნტს არ დაიშურებენ, თუმცა ფრანგულ Sky Sport-ში მიაჩნიათ, რომ მათ 120 მილიონი ფუნტის ღირებულების გარიგების დადებაც შეუძლიათ.

სხვა სტატიები