Belive

კარაგერი: 'მანჩესტერ სიტი ვერასდროს გახდება იუნაიტედზე დიდი კლუბი'

3 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ლივერპულის ყოფილმა მცველმა და საფეხბურთო მიმომხილველმა, ჯეიმი კარაგერმა, ინგლისის 2 საუკეთესო კლუბი დაასახელა. მისი აზრით, ასეთები მანჩესტერ იუნაიტედი და ლივერპული არიან.

პრემიერ ლიგის ბოლო ტურში, მანჩესტერ სიტიმ ლივერპულს 3:0 მოუგო და ბოლო წლებია, ეს შეხვედრა გაცილებით დიდ ინტრიგას ატარებს (სატურნირო ცხრილის თვალსაზრისით), ვიდრე ლივერპულის იუნაიტედთან თამაშები. ჯეიმი კარაგერი ფიქრობს, რომ სიტი ვერასდროს მიაღწევს ამ ორი კლუბის დონეს.

თუ მანჩესტერ სიტი გააგრძელებს გამარჯვებებს, შეუძლია მეტი პრემიერ ლიგისა და ინგლისის თასების მოგება, მაგრამ ძნელი წარმოსადგენია ამ ქვეყანაში რომელიმე კლუბი, რომელიც გადააჭარბებს ლივერპულს ან მანჩესტერ იუნაიტედს ზომითა და სტატუსით. - განაცხადა კარაგერმა

კარაგერი ფიქრობს იმასაც, რომ მატჩები სიტისა და ლივერპულს შორის, ვერასდროს იქნება იმაზე მიმზიდველი, ვიდრე ლივერპული-იუნაიტედის დაპირისპირებაა.

ბოლო წლები აშკარად მანჩესტერ სიტის დომინირებით მიმდინარეობს (ინგლისში და ჩემპიონთა ლიგაც მოიგო), ჩემპიონობისთვის ბრძოლაში კი მუდამ ლივერპულია ჩართული.

ახლა პრემიერ ლიგას არსენალი ლიდერობს (26 ქულა), სიტი მეორეზეა და 4 ქულით ჩამორჩება ლიდერს. ლივერპული და მანჩესტერ იუნაიტედი (18 ქულით), მე-7/მე-8 ადგილს ინაწილებენ.

სხვა სტატიები