ოფიციალურად რუდი გარსია ალ ნასრის მწვრთნელი აღარ არის
"ალ ნასრმა" რუდი გარსია მთავარი მწვრთნელის პოზიციიდან გაათავისუფლა.
"კლუბის ხელმძღვანელობამ ოფიციალურად გადაწყვიტა პირველი გუნდის მწვრთნელთან, ბატონ რუდი გარსიასთან საკონტრაქტო ურთიერთობის გაწყვეტა.
ჩვენ ვაფასებთ იმ სამუშოს, რომელიც მან "ალ ნასრისთვის" გაიღო და ვუსურვებთ წარმატებას." - წერია კლუბის ოფიციალურ განცხადებაში.
قررت إدارة نادي #النصر رسميًا إنهاء العلاقة التعاقدية مع مدرب الفريق الأول السيد رودي جارسيا.
— نادي النصر السعودي (@AlNassrFC) April 13, 2023
مثمنين له كافة الجهود التي بذلها مع #النصر ، ومتمنين له التوفيق . pic.twitter.com/1sJCZBUtaS
საინტერესოა, რომ ცოტა ხნის გავრცელდა ინფორმაცია, სადაც რუდი გარსიას გათავისუფლება ნაწინასწარმეტყველები იყო. “Marca”-ს ინფორმაციით, 59 წლის სპეციალისტს რონალდუსთან კონფლიქტი ჰქონდა და სწორედ ეს სახელდებოდა მისი გათავისუფლების ერთ-ერთ მიზეზად.
შეგახსენებთ, რომ “რომას”, “მარსელისა” და “ლიონის” ყოფილი მწვრთნელი “ალ ნასრიში” 2022 წლის ივნისიდან მუშაობს.