Belive

მესის მკაცრი პასუხი მბაპეს: "ეს იმის საბაბს არ გაძლევს, რომ ეგ თქვა..."

2 კვირის წინ ფეხბურთი
1 წთ

ევროპის ჩემპიონატის დაწყების წინ, საფრანგეთის ეროვნული ნაკრებისა და მადრიდის "რეალის" შემტევმა - კილიან მბაპემ, ერთ-ერთ ფრანგულ მედიასთან ისაუბრა და აღნიშნა, რომ მსოფლიო ჩემპიონატზე მეტად, ევროპის ჩემპიონატის მოგება უფრო რთულია.

ამის პარალელურად კი, ლეო მესიმ მის ყოფილ თანაგუნდელსა და მეგობარს პასუხი გასცა და შეშფოთება გამოხატა.

"მბაპემ თქვა, რომ ევროპის ჩემპიონატის მოგება უფრო რთულია, ვიდრე მსოფლიოსი? მან ისიც თქვა, რომ სამხრეთ ამერიკის გუნდებს ისეთივე მაღალი კონკურენცია არ აქვთ, როგორიც ევროპელებს.

ევროპის ჩემპიონატი ძალიან მნიშვნელოვანია, მაგრამ იქ არ არის 3-გზის მსოფლიო ჩემპიონი არგენტინა, 5-გზის ჩემპიონი ბრაზილია, 2-გზის ჩემპიონი ურუგვაი. ბევრი მსოფლიო ჩემპიონი ვერ თამაშობს, რაც იმის საბაბს არ გაძლევს თქვა, რომ ევროპის ჩემპიონატი უფრო რთულია.

მუნდიალზე საუკეთესო გუნდები ასპარეზობენ, თითქმის ყველა მსოფლიო ჩემპიონია. სწორედ ამიტომ სურს ყველას, რომ მსოფლიო ჩემპიონი გახდეს..." - ლეო მესი

შეგახსენებთ, რომ ევროპის ჩემპიონატი სტარტს 14 ივნისს, თბილისის დროით 23:00 საათზე აიღებს, სადაც გერმანიის ნაკრები შოტლანდიას დაუპირისპირდება.

რაც შეეხება კოპა ამერიკას, შეგახსენებთ, რომ კოპა ამერიკა სტარტს 20 ივნისს აიღებს და 14 ივლისს დასრულდება. არგენტინის ნაკრები A ჯგუფში: ჩილეს, პერუსა და კანადის ნაკრებებთან ერთად იასპარეზებს.

სხვა სტატიები