ოფიციალურად: მარსელს ახალი მთავარი მწვრთნელი ჰყავს
11 საათის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მარსელის ოლიმპიკმა გუნდიდან გათავისუფლებული მთავარი მწვრთნელის, რობერტო დე ძერბის შემცვლელი იპოვნა.
ლიგა 1-ის წარმომადგენელი გრანდის ახალი მთავარი მწვრთნელი, ჰაბიბ ბეიე გახდა, რომელიც რამდენიმე დღის წინ რენიდან გაათავისუფლეს.
მნიშვნელოვანია, რომ 2003-დან 2007 წლამდე სენეგალელი მარსელის ფეხბურთელი გახლდათ და გუნდს კაპიტნობდა კიდეც.
48 წლის სპეციალისტმა გუნდთან კონტრაქტი 2027 წლის 30 ივნისამდე გააფორმა.
მარსელი ლიგა 1-ში 22 ტურის შემდეგ მესამე ადგილს იკავებს და მომდევნო მატჩი 20 თებერვალს, ბრესტთან სტუმრად უნდა გამართოს.