ოფიციალურად: რონალდ არაუხოს ოპერაცია სჭირდება
კატალონიის "ბარსელონასა" და ურუგვაის ნაკრების მცველს - რონალდ არაუხოს ოპერაცია სჭირდება. ინფორმაცია mundodeportivo-მ "ბარსელონას" მთავარ მწვრთნელთან - ხავი ერნანდესთან დაადასტურა.
ურუგვაი-ირანის ამხანაგური მატჩის მიმდინარეობისას 23 წლის მცველმა ტრავმა მიიღო, უფრო კონკრეტულად კი მყესი გაუწყდა, რის გამოც მან მოედანი დატოვა. მოგვიანებით კი ვრცელდებოდა ცნობები, რომ არაუხოს ტრავმა სერიოზული იყო და შესაძლებლობაა მსოფლიო ჩემპიონატის გამოტოვება.
დღეს ოფიციალურად დადასტურდა, რომ 23 წლის მცველი ოპერაციას გაიკეთებს, რის გამოც მინიმუმ 2-თვეს იუქმებს.
ურუგვაის ნაკრების მთავარმა მწვრთნელმამ დიეგო ალონსომ ამ ფაქტის შესახებ კომენტარი გააკეთა:
"სამწუხაროა, რომ მსოფლიო ჩემპიონატამდე 2 თვით ადრე ჩვენი გუნდის ერთ-ერთი მთავარი ლიდერი დაიმტვრა, თუმცა მე ჯერ იმედებს არ ვკარგავ და თუ ისეთი ფაქტი იქნება, რომ არაუხო მსოფლიო ჩემპიონატამდე 1 კვირით ადრე მაინც დაუბრუნდება, მე მზად ვარ, რომ მას მხელი შევუწყო. ყველაფერს გავაკეთებ იმისთვის, რომ რონალდი მსოფლიო ჩემპიონატზე იყოს".