მუნდიალი 2022 | ირანელ მეკარეს მძიმე ტრავმა აღმოაჩნდა
2 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
ირანის ეროვნული ნაკრების მეკარეს - ალირეზა ბეირანვანდს მძიმე ტრავმა აღმოაჩნდა.
30 წლის მეკარეს ტვინის შერყევა დაუდასტურდა, ასევე მას ცხვირი აქვს გატეხილი და ჯერჯერობით უცნობია შეძლებს თუ არა მსოფლიო ჩემპიონატის ჯგუფურ ეტაპზე დარჩენილ 2 თამაშში მონაწილეობას მიღებას.
შეგახსენებთ, რომ 2022 წლის მუნდიალის ჯგუფური ეტაპის პირველ მატჩში ირანი ინგლისს დაუპირისპირდა და 2:6 განადგურდა. მატჩის მე-9 წუთზე კი ირანის მეკარე და მცველი ერთმანეთს შეეჯახნენ, რის გამოც თამაში 11 წუთით გაჩერდა. მეკარემ მატჩი გააგრძელა, თუმცა დაახლოებით 2 წუთში მოედანზე კვლავ შეუძლოდ გახდა და საკაცით გაიყვანეს.
ირანის ნაკრები შემდეგ მატჩს 25 ნოემბერს უელსის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. მატჩი თბილისის დროით 14:00 საათზე დაიწყება.