Belive

პეპ გვარდიოლა: "მესის და იამალის შედარება სრული იდიოტობაა"

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

სიტის მთავარმა მწვრთნელმა - პეპ გვარდიოლამ, ლეო მესისა და ლამინე იამალის შედარების შესახებ ისაუბრა.

პეპ გვარდიოლამ აღნიშნა, რომ ამ მომენტში მესის და იამალის შედარება დიდი სისულელეა, რადგან საუბარი იმ ბიჭზეა, რომელიც 18 წლის არის.

"ჩვენ უნდა გავითვალისწინოთ, რომ ჯერ მხოლოდ 18 წლის ბიჭზე ვსაუბრობთ და მისი მესისთან შედარება არ არის სწორი. ეს მხოლოდ ჩემი აზრია, თუმცა მგონია, რომ ლამინ იამალმა საკუთარი გზა აირჩია იმისა, თუ როგორ უნდა ითამაშოს ფეხბურთი.

მოდით მესის შევადაროთ თხუთმეტი წლის შემდეგ, როდესაც იამალი 32 წლის იქნება და შემდეგ ვთქვათ ჯობს თუ არა მესის. ის ფაქტი, რომ მას მესის ადარებენ, თავისთავად, უკვე უზარმაზარი მიღწევაა.

ეს დაახლოებით იგივეა, დამწყებ მხატვარს უთხრა, რომ იგი ვან გოგივით ხატავს." - პეპ გვარდიოლა

შეგახსენებთ, რომ პეპ გვარდიოლა და ლეო მესი ბარსელონაში ერთად, 2008-2012 წლებში მოღვაწეობდნენ. მათ ერთად 3 ლა ლიგის ტიტული, 2 ჩემპიონთა ლიგა, 2 მსოფლიოს საკლუბო ჩემპიონატი, 2 ესპანეთის თასი, 3 ესპანეთის სუპერ თასი და 2 უეფას სუპერ თასი მოიგეს.

სხვა სტატიები