ოფიციალურად: ლევან შენგელია ქონიასპორის ფეხბურთელია
ლევან შენგელია "ქონიასპორში" ითამაშებს. ქართველი ფეხბურთელის ტრანსფერი თურქულ კლუბში სულ ახლახანს ოფიციალურად დადასტურდა. 23 წლის ვინგერს "დინამო თბილისთან" კონტრაქტი 31 აგვისტოს ამოეწურა და "ქონიასპორს" თავისუფალი აგენტის სტატუსით შეუერთდა. "ქონიასპორის" ოფიციალური გვერდის თანახმად, ლევანმა გუნდთან 2+1 წლიანი კონტრაქტი გააფორმა. როგორც მოგეხსენებათ, შენგელიას გადაბირება ლა ლიგა 2-ის რამდენიმე გუნდსაც სურდა, თუმცა ლევანის ესპანეთში ტრანსფერი არ შედგა. ლევან შენგელია ეროვნული ლიგის მიმდინარე სეზონის გამორჩეული ფეხბურთელი იყო. მან "დინამო თბილისის" მაისურით 24 მატჩი ჩაატარა და 12 გოლი გაიტანა. "ქონიასპორმა" თურქეთის სუპერლიგის გასულ სეზონში 44 ქულა მოაგროვა და მე-8 ადგილზე გავიდა, ევროტურნირების საგზურამდე კი 4 ქულა დააკლდა.
Levan Shengelia Konyaspor'umuzda! 🦋 pic.twitter.com/lAFsNPSbOk— Konyaspor (@konyaspor) September 2, 2019