"კვარაცხელია ისეთივე ვარსკვლავია, როგორიც მესი და ნეიმარი" - Gazzetta dello Sport
იტალიის თასზე განცდილი მარცხის გამო, "ნაპოლიმ" შურისძიება სერია A-ს ეგიდით გამართულ შეხვედრაში შეძლო და "კრემონეზეს" 3 უპასუხო გოლი გაუტანა. "ნაპოლისა" და "კრემონეზეს" შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. მატჩის 22-ე წუთზე, კვარაცხელიამ ბრწყინვალე გოლი გაიტანა.
ნეაპოლიტანური კლუბის ქართველი ვარსკვლავის შესახებ, Gazzetta dello Sport-მა საინტერესო სტატია გამოაქვეყნა, რომელშიც კვარაცხელია ლეო მესისა და ნეიმარს შეადარა.
"კვარაცხელია ისეთივე ვარსკვლავია, როგორიც მესი და ნეიმარი - ლაურენტისი მისი ახალი ვარსკვლავის პერფორმანსით ტკბება. კვარაცხელია "პარტენოპეის" მენეჯერული და ტექნიკური გუნდის შესანიშნავი ინტუიციის წყალობით აღმოაჩინეს", - Gazzetta dello Sport.
შეგახსენებთ, იტალიის სერია A-ს 22-ე ტურში, "ნაპოლიმ" "კრემონეზეს" უმასპინძლა და 3:0 დაამარცხა. შეხვედრაში ანგარიში ხვიჩა კვარაცხელიამ გახსნა. მიმდინარე სეზონში, სერია A-ს ეგიდით გამართულ მატჩებში, კვარაცხელიამ ბრწყინვალე შედეგი დააფიქსირა – “კვარადონას” ანგარიშზე 9 გატანილი გოლი და 9 საგოლე გადაცემაა.