Belive

ოფიციალურად: ლევან კობიაშვილი უეფას აღმასრულებელი კომიტეტის წევრად აირჩიეს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის პრეზიდენტი, ლევან კობიაშვილი, ევროპული ფეხბურთის მმართველი ორგანიზაციის აღმასრულებელი კომიტეტის წევრი გახდა.

ლისაბონში გამართულ UEFA-ს რიგით 47-ე ყრილობაზე ვეტერანი ქართველი ფეხბურთელი 40 ხმით იმ 7 კანდიდატს შორის მოხვდა, რომელიც აღმასრულებელ კომიტეტს დააკომპლექტებს. აღნიშნულ თანამდებობაზე, წევრები 4 წლის ვადით აირჩიეს.

ქართველი მენეჯერი უეფას აღმასრულებელ კომიტეტში ალბანელ, დანიელ, ჩეხ, ესპანელ, ფრანგ და უკრაინელ კოლეგებთან ერთად იმუშავებს.

უეფას კონგრესის მუშაობაში მონაწილეობა მიიღო სფფ-ის გენერალურმა მდივანმა დავით მუჯირმა, პირველმა ვიცე-პრეზიდენტმა კახა ჭუმბურიძემ, ვიცე-პრეზიდენტმა ალექსანდრე იაშვილმა და ვიცე-პრეზიდენტმა აკაკი ალდაშვილმა.

წყარო: საქართელოს ფეხბურთის ფედერაცია

სხვა სტატიები