Belive

ოფიციალურად | ლეო მესი ინტერ მაიამის უკაპიტნებს

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

არგენტინული სუპერვარსკვლავის ამერიკული ცხოვრება ოფიციალურად დაიწყო – ლეო მესი ოჯახთან ერთად ფლორიდაში ჩაფრინდა.

36 წლის ლეო მესი ოჯახის წევრებთან ერთად, ფორდ ლოდერდეილში კერძო თვითმფრინავით ჩაფრინდა. “ინტერ მაიამი” მესის ოფიციალურ წარდგენას კვირას, 16 ივლისს გეგმავს, მანამდე არგენტინელი ახალ გარემოსთან გაივლის ადაპტაციას და ადგილობრივ ღირსშესანიშნაობებს მოინახულებს.

ამასთანავე, "ინტერ მაიამიმ" ოფიციალურად დაასტურა, რომ კლუბს ლეგენდარული არგენტინელი - ლეო მესი უკაპიტნებს.

ასევე აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ ლეო მესი ახალ კლუბში 10-ნომრიან მაისურს მოირგებს და 2-წლიანი პაუზის შემდეგ, საკლუბო ფეხბურთში მის საყვარელი 10 ნომერს ჩაიცმევს.

არგენტინელი სუპერვარსკვლავის დებიუტი 21 ივლისს, ლიგის თასზე, მექსიკური “კრუს ასულის” წინააღმდეგ შედგება.

სხვა სტატიები