მესი: "ახალ კამპ ნოუზე თამაშამდე, პენსიაზე გასვლა არ მინდა"
ჟურნალისტ ალექს კანდალის თქმით, ლიონელ მესი, შესაძლოა, "ბარსელონაში" ფეხბურთელად დაბრუნდეს. გავრცელებული ინფორმაციით, არგენტინელ ვარსკვლავს განახლებულ კამპ ნოუზე თამაში სურს და არსებობს შესაძლებლობა, რომ ტრანსფერი ამ ზაფხულს შედგეს.
კანდალმა, რომელმაც პირველმა გამოაცხადა მესის ტრანსფერი "პარი სენ-ჟერმენიდან" "მაიამიში", ახლა ამტკიცებს, რომ ოქროს ბურთის რვაგზის მფლობელი კატალონიურ კლუბში დაბრუნებას გეგმავს. მსოფლიო ჩემპიონი ამ ზაფხულს 38 წლის ხდება და მისი ამჟამინდელი კონტრაქტი მაიამისთან კალენდარული წლის ბოლომდეა.
ჟურნალისტმა თავად მესის ციტატაც კი მოიყვანა: "არ შემიძლია ფეხბურთს თავი დავანებო, სანამ ახალ კამპ ნოუზე ვითამაშებ".
ვინ იყო პირველი, ვინც თქვა, რომ ლეო მაიამიში მიდიოდა? მე არ ვიყავი? ახლა კი გეუბნებით, რომ ის ბარსელონაში ბრუნდება. - განაცხადა ალექს კანდალმა
მესიმ ბარსელონა 2021 წელს, კლუბის ფინანსური პრობლემების ფონზე დატოვა და პსჟ-ში გადავიდა. ამის შემდეგ ლეომ მსოფლიო ჩემპიონატი მოიგო და MLS-ს მიაშურა. ახლა იზრდება ვარაუდი, რომ შესაძლოა დაბრუნდეს კლუბში, სადაც მან ორ ათწლეულზე მეტი გაატარა.