Belive

ოფიციალურად: კრისტიანო ჯუნტოლი ტურინის იუვენტუსის სპორტული დირექტორი გახდა

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად დადასტურდა, რომ "ნაპოლის" აწ უკვე ყოფილი სპორტული დირექტორი, კრისტიანო ჯუნტოლი იგივე პოზიციაზე ტურინის "იუვენტუსში" იმუშავებს.

მნიშვნელოვანია ის გარემოებაც, რომ იტალიური მედიის ინფორმაციით, ადამიანი, რომლის დროსაც, "ნაპოლიმ" საქართველოს ნაკრების ლიდერი, ხვიჩა კვარაცხელია დაიმატა, ეროვნული გუნდის კიდევ ერთი ფეხბურთელის, "მეცის" თავდამსხმელის, გიორგი მიქაუტაძის დამატებითაც ინტერესდება.

კრისტიანო ჯუნტოლი “ნაპოლიში” 2015 წლის 1 ივლისის შემდეგ მუშაობდა და გუნდთან ერთად იტალიის სერია A-ს და ქვეყნის თასის მოგება მოახერხა.

სხვა სტატიები