"კვარაცხელიას მაგალითზე მივხვდი, რომ ნაპოლიში ბევრი რამის კეთება შეუძლებელია" - ანტონიო კონტე
7 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
იტალიის სერია A-ს 33-ე ტურში, "მონცასა" და "ნაპოლის" დაპირისპირება შედგება. მატჩის წინ გამართულ პრესკონფერენციაზე ანტონიო კონტემ ორაზროვანი განცხადება გააკეთა, რაც მიანიშნებს, რომ მთავარ მწვრთნელსა და ხელმძღვანელობას შორის არც ისე კარგი ურთიერთობაა.
სკუდეტოსათვის მებრძოლი "პარტენოპეის" მთავარი მწვრთნელი აღნიშნავს, რომ "ნაპოლიში" ბევრი რამის გაკეთება შეუძლებელია და ამაზე საუბრისას ხვიჩა კვარაცხელიას მაგალითი მოიშველია.
მიმდინარე წელს, უამრავი განცხადება გაკეთდა. მათ შორის, მეც არაერთი კომენტარი გავაკეთე. ახლა კი დროა ზოგი განცხადება დავადასტურო, ზოგი კი არა. შეუძლებელია უარვყო ჩემს მიერ გაკეთებული განცხადებები, მაგრამ ვერც ყველაფერს დავადასტურებ.
მაგალითად ხვიჩა კვარაცხელიას სიტუაციას მოვიყვან, როდესაც ვთქვი, რომ "ნაპოლი" არ უნდა ყოფილიყო საშუალო დონის კლუბი და ტრამპლინი უფრო დიდ ასპარეზზე გასასვლელად. არ მინდა ხალხმა მატყუარა მიწოდოს იმის გამო, რომ არაფერი გაკეთებულა. კლუბში გატარებული თვეების მანძილზე იმ დასკვნამდე მივედი, რომ "ნაპოლიში" ბევრი რაღაცის გაკეთება ფიზიკურად შეუძლებელია. - ანტონიო კონტე.
შეგახსენებთ, რომ ხვიჩა კვარაცხელიამ "ნაპოლი" იანვრის სატანსფერო ფანჯრის დროს დატოვა და "პარი სენ-ჟერმენის" მაისური მოირგო. კვარას ახალი გამოწვევის მიღება არ გასჭირვებია და მოკლე დროში პარიზული გრანდის ერთ-ერთ ლიდერად ჩამოყალიბდა.