ოფიციალურად: ხამეს როდრიგესი ყატარში ითამაშებს
3 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
30 წლის კოლუმბიელი ფეხბურთელი, ხამეს როდრიგესი, რომელიც რამდენიმე წლის წინ მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთ მთავარ ამომავალ ვარსკვლავად ითვლებოდა, "ევერტონიდან" ყატარულ კლუბ "ალ რაიანში" გადავიდა.
ინფორმაცია მსოფლიო ფეხბურთის ერთ-ერთმა საუკეთესო აგენტმა - ფაბრიციო რომანომ დაადასტურა. ამ ეტაპისთვის, 30 წლის კოლუმბიელმა ფეხბურთელმა 11 წლიანი ევროპული საკლუბო კარიერა დროებით დაასრულა. ხამეს როდრიგესი 2010-2013 წლებში "პორტოში" თამაშობდა, 2013-2014 წლებში "მონაკოში", 2014-2020 წლებში მადრიდის "რეალის" საკუთრება იყო, თუმცა 2017-2019 წლებში იგი მიუნხენის "ბაიერნში" იყო განათხოვრებული. 2020 წლიდან კი "ევერტონის" ღირსებას იცავდა.James Rodriguez joins Al Rayyan from Everton, agreement reached and confirmed! Official teaser video already released from Qatari club - salary payment agreed with #EFC board. 🇶🇦🇨🇴 #JamesRodriguez Medical already completed. James now set to leave European football. pic.twitter.com/Sn8viJTzd2 — Fabrizio Romano (@FabrizioRomano) September 22, 2021