Belive

ტოტენჰემის მთავარ მწვრთნელი ანგე პოსტექოღლუ იქნება

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ტოტენჰემმა" ანგე პოსტექოღლუსთან სიტყვიერ შეთანხმებას მიაღწია. ავსტრალიელ სპეციალისტს "სელტიკთან" კონტრაქტი კიდევ ერთი წლით აკავშირებს, თუმცა, ლონდონელები კომპენსაციის გადახდას აპირებენ. პოსტექოღლუ ოფიციალურად, სწორედ ამ პირობის დაკმაყოფილების შემდეგ დაინიშნება.

"დეზები" 57 წლის სპეციალისტთან 2 წლიანი კონტრაქტის გაფორმებას აპირებენ, პლუს ერთი წლის დამატების პერსპექტივით. პოსტექოღლუმ "სელტიკთან" ერთად შოტლანდიაში ტრებლი მოიგო. ბოლო შეხვედრა მან შოტლანდიის თასზე ჩაატარა, სადაც "ინვერნესსი" 3:1 დაამარცხა.

სხვა სტატიები