Belive

ოფიციალურად: იბრაჰიმოვიჩმა მილანთან კონტრაქტი გაახანგრძლივა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ზლატან იბრაჰიმოვიჩმა "მილანთან" კონტრაქტი კიდევ 1 წლით გაახანგრძლივა. ინფორმაციას იტალიური კლუბი ოფიციალურად ადასტურებს. როგორც ცნობილია, 39 წლის შვედი სერია A-ში 2022 წელსაც ითამაშებს.

"მილანი" არის კლუბი, რომელშიც ზლატანმა იტალიურ კარიერაში ყველაზე მეტჯერ ითამაშა. 130 თამაშში გატანილი 84 გოლის შემდეგ, ის "როსონერის" მაისურს მომდევნო სეზონშიც მოირგებს," - წერია გუნდის ოფიციალურ განცხადებაში.
შეგახსენებთ, რომ იბრაჰიმოვიჩი "მილანში" გასული წლის იანვარში დაბრუნდა. მიმდინარე სეზონში ჩატარებულ 25 მატჩში შვედს 17 გოლი და 3 ასისტი აქვს.

სხვა სტატიები