ოფიციალურად დადასტურდა: ევროპის ჩემპიონატი მომავალი წლის ზაფხულისთვის გადაიდო.
კორონავირუსის პანდემიის გამო, ევროპის ჩემპიონატი 2021 წლის 11 ივნისიდან 11 ივლისის ჩათვლით გაიმართება. ინფორმაციას ნორვეგიის ფეხბურთის ფედერაცია მას მერე აქვეყნებს, რაც უეფას ვიდეო-კონფერენცია შედგა.
რაც შეეხება შეწყვეტილ საკლუბო სეზონს, ის ზაფხულში დასრულდება და ფეხბურთელებს დასვენებისთვის გარკვეული დრო გამოეყოფათ.
ჯერჯერობით უცნობია რა ბედი ელის 26 მარტს, "დინამო არენაზე", გასამართ საქართველო-ბელარუსის დაპირისპირებას, თუმცა სფფ-ს წარმომადგენლების მტკიცებით, ქვეყანაში არსებული ვითარებით და უეფას გადაწყვეტილებით, ნათელია, რომ მატჩი გადაიდება.