ორიგის ემოციური კადრები თასის აღმართვის შემდეგ (ვიდეო)
30-წლიანი პაუზის შემდეგ, "ლივერპულმა" პრემიერ ლიგის ჩემპიონის ნანატრი ტიტული მოიპოვა. მიუხედავად იმისა, რომ მერსისაიდულმა გრანდმა ჩემპიონის ტიტული სეზონის დასრულებამდე გაცილებით ადრე მოიპოვა - თასის აღმართვის ცერემონიალი 23 ივლისს "ენფილდზე" გაიმართა. "ჩელსისთან" გამართული მატჩის შემდეგ, რომელიც "ლივერპულის" გამარჯვებით, ანგარიშით 5:3 დასრულდა, პრემიერ ლიგის თასის აღმართვისა და მერსისაიდული გრანდის ფეხბურთელების საჩემპიონო მედლებით დაჯილდოვების ცერემონიალი გაიმართა. დივოკ ორიგი "ლივერპულის" უკანასკნელი ფეხბურთელია, რომელმაც მინდორი დატოვა. იმ დროს, როდესაც მერსისაიდელები ჩემპიონობას გასახდელში აღნიშნავდნენ, ბელგიელი შემტევი მოედანზე განმარტოვდა და "კოპის" ტრიბუნის მიმართულებით იყურებოდა. ორიგის ემოციური კადრები ოპერატორებს არ გამოჰპარვიათ. შესაძლოა ეს იყო უკანასკნელი სეზონი და უკანასკნელი წუთები, რომელიც ბელგიელმა ვარსკვლავმა "ენფილდზე" გაატარა. ბელგიელისთვის განსაკუთრებით წარმატებული 2018/19 წლების სეზონი გამოდგა, გასული სეზონის განმავლობაში ორიგიმ არაერთი გადამწყვეტი და ისტორიული გოლი გაიტანა, რომლითაც "სკაუზერებს" სამუდამოდ დაამახსოვრა თავი.
.@DivockOrigi last man on the pitch, just standing looking at the Kop pic.twitter.com/JL0IOGoUJV — Carl Markham (@carlmarkham) July 22, 2020
And there he goes... pic.twitter.com/huvdQAGLRy — Carl Markham (@carlmarkham) July 22, 2020