Belive

ოფიციალურად: დუგლას კოშტა ლოს ანჯელეს გალაქსის ფეხბურთელია

2 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

ბრაზილიის ეროვნული ნაკრების 31 წლის შემტევი - დუგლას კოშტა, "ლოს ანჯელეს გალაქსიში" ითამაშებს. იგი კლუბის ახალი 10-იანი იქნება.

ბრაზილიელი შემტევი ამერიკულ გრანდს 6 თვით, იჯარის წესით შეუერთდა, თუმცა ამერიკულ კლუბს მისი გამოსყიდვის უფლება აქვს. დუგლას კოშტა ჯერჯერობით კვლავ "იუვენტუსის" საკუთრებაა, რომელიც ჯერ "ბაიერნში" გაუშვა, შემდეგ "გრემიოში" ახლა კი "ლოს ანჯელეს გალაქსიში". ბრაზილიელმა ფეხბურთელმა ამერიკული კლუბის გულშემატკივრებს მიესალმა და მიმართა: "გამარჯობა, დუგლას კოშტა აქ არის და ელოდება თქვენთან შეხვედრას". დუგლას კოშტა 2014 წლიდან ბრაზილიის ეროვნულ ნაკრებში ირიცხება, სადაც მან 31 მატჩი ჩაატარა და გოლით თავი 3-ჯერ გამოიჩინა.

სხვა სტატიები