Belive

ოფიციალურად: ჩიჩარიტო ლოს-ანჯელეს გალაქსის ფეხბურთელია

4 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
31 წლის მექსიკელი ფეხბურთელი ხავიერ ერნანდესი, იგივე ჩიჩარიტო, ამერიკულ გრანდ ლოს-ანჯელეს გალაქსიში ჩაირიცხა. ამერიკულმა გრანდმა მექსიკელ ფეხბურთელში 8.5 მილიონი ევრო გადაიხადა. ჩიჩარიტო ლოს-ანჯელეს გალაქსიში ესპანური "სევილიადან" გადავიდა, სადაც მხოლოდ 9 მატჩი ჩაატარა და 1 გოლი გაიტანა. მან ლოს-ანჯელესთან 3 წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. ხავიერ ენდანდესი, იგივე ჩიჩარიტო ხალხმა "მანჩესტერ იუნაიტედიდან" გაიცნო. მას ინგლისურ გრანდში 103 მატჩი აქვს ჩატარებული, სადაც გოლით თავის გამოჩენა 37-ჯერ შეძლო. ამის შემდეგ კი იგი "ლევერკუზენში"; "ვესტ ჰემში" და "სევილიაში" ირიცხებოდა.

სხვა სტატიები