Belive

სპეციალურად ელ კლასიკოსთვის - ბარსელონა ახალი ფორმით ითამაშებს

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
"ბარსელონა" ესპანეთის ჩემპიონატის მთავარი მატჩისთვის ემზადება - სამზადისის პროცესში, "ბლაუგრანამ" ახალ ფორმაზეც იზრუნა. გუნდის ოფიციალურ ვებგვერდზე ვკითხულობთ, რომ ფორმა დევიზის, Una samarreta ens agermana ("ერთი მაისური გვაერთიანებს") გამომსახველია. მაისური "ბარსელონას" ფერებსა და კატალონიის დროშის ფერებს (წითელი და ყვითელი) აერთიანებს. ახალი მაისური გუნდის ყოფილმა კაპიტანმა და ლეგენდამ, კარლეს პუიოლმა წარადგინა და გუნდში არსებულ მდგომარეობაზეც ისაუბრა.
puyol

  ახალი მაისურის შეძენა მსურველებს დღეიდან შეუძლიათ. მისი შეძენა "ბარსელონას" ოფიციალურ მაღაზიაში 1 თებერვლამდე იქნება შესაძლებელი. ამ მაისურით კი, "ბარსელონა" მხოლოდ 1 მატჩში, "მადრიდის რეალის წინააღმდეგ" ითამაშებს. შეგახსენებთ, რომ "ელ კლასიკო" 11 აპრილს, "მადრიდის რეალი" საშინაო მოედანზე გაიმართება.  

სხვა სტატიები