Belive

ოფიციალურად | კირან ტრიპიემ სანაკრებო კარიერა დაასრულა

3 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ნიუკასლისა" და ინგლისის ეროვნული ნაკრების 33 წლის მარჯვენა მცველმა - კირან ტრიპიემ სანაკრებო კარიერა დაასრულა.

ამის შესახებ ინფორმაციას, ინგლისის ნაკრების დროებითი მწვრთნელი - ლი კარსლი ადასტურებს.

"ჩემს ცხოვრებაში ერთ-ერთი უდიდესი პატივი იყო ჩემი ქვეყნის ფორმით ოთხ მთავარ ტურნირზე მეთამაშა. არასოდეს დამავიწყდება ეს 54-ივე მატჩი, რომელიც ნაკრების მაისურით ვითამაშე.

მინდა დიდი მადლობა გადავუხადო გარეტს და ყველა ადამიანს, რომელიც ინგლისის ნაკრებთან მუშაობდა - მადლობა მათ ნდობისთვის, რომელიც ამ წლების განმავლობაში გამომიცხადეს.

მადლობა ჩემს ყველა თანაგუნდელს. ჩვენ გვქონდა განსაკუთრებული მომენტები ევროპის ჩემპიონატის ორ ფინალში გვეთამაშა, მსოფლიო ჩემპიონატის ნახევარფინალში ვითამაშეთ და დარწმუნებული ვარ, მომავალში ეს თაობა დიდ ტურნირს მოიგებს.

მინდა წარმატება ვუსურვო ლის, სამწვრთნელო შტაბსა და მთელს გუნდს, ყველაფერი საუკეთესო მომავალში. და ბოლოს, დიდი მადლობა ინგლისის ყველა გულშემატკივარს თქვენი წარმოუდგენელი მხარდაჭერისთვის..." - კირან ტრიპიე

კირან ტრიპიემ ინგლისის ნაკრების შემადგენლობაში პირველი მატჩი 2017 წლის 13 ივნისს, საფრანგეთის ნაკრების წინააღმდეგ ითამაშა, მას შემდგომ კი ნაკრებში 53 მატჩი ჩაატარა, სადაც ერთი გოლის გატანა და 5 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.

ტრიპიემ ინგლისის ნაკრებთან ერთად ორ მსოფლიო და 2 ევროპის ჩემპიონატზე ითამაშა.

სხვა სტატიები