საქართველოს ფეხბურთის ფედერაციის ოფიციალურმა გვერდმა, საქართველო-ბელარუსის მატჩზე დასასწრები ბილეთების რაოდენობის შესახებ დაწერა.
სფფ-ს ცნობით, ერთა ლიგის ნახევარფინალური შეხვედრის ბილეთების 95% უკვე გაყიდულია.
საქართველო-ბელარუსის ისტორიული დაპირისპირება 26 მარტს გაიმართება. მატჩი 21:00 საათზე დაიწყება.