Belive

ოფიციალურად: ბელინგემი რეალის ფეხბურთელია

10 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

ოფიციალურად დადასტურებული ინფორმაციის თანახმად, ჯუდ ბელინგემმა "რეალთან" 6-წლიან კონტრაქტს მოაწერა ხელი. 19 წლის ნახევარმცველის წარდგენა 15 ივნისს შედგება.

ბელინგემის ტრანსფერთან დაკავშირებით, "სამეფო კლუბმა" Twitter-ის ოფიციალურ გვერდზე პოსტი განათავსა. ცნობილია, რომ "რეალი" ბელინგემის სანაცვლოდ 103 მილიონ ევროს გადაიხდის.

შეგახსენებთ, ბელინგემი "დორტმუნდს" 2020 წელს შეუერთდა. ბუნდესლიგაში ნახევარმცველმა 132 მატჩი ჩაატარა, სადაც 24 გოლი გაიტანა და 25 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სხვა სტატიები