პერესის პასუხი ფანს, რომელმაც უთხრა, რომ რეალს მბაპე სჭირდება
1 წლის წინ
ფეხბურთი
1 წთ
მადრიდის ,,რეალის'' პრეზიდენტს, ფლორენტინო პერესს, რომელიც საუდის არაბეთში იმყოფება, ,,სამეფო გუნდის'' გულშემატკივარმა კილიან მბაპეს ყიდვა სთხოვა:
გულშემატკივარი: ,,თქვენ საუკეთესო პრეზიდენტი ხართ! გთხოვთ, ჩვენ კილიან მბაპე გვჭირდება!''
პერესი: ,,დიახ, გეთანხმებით!'' -
მბაპეს ტრანსფერით მადრიდის ,,რეალი'' და ,,ლივერპული'' ინტერესდებიან.
მიმდინარე სეზონში 25 წლის შემტევის ანგარიშზე ,,პარი სენ ჟერმენის'' მაისურით ჩატარებულ 24 შეხვედრაში 25 გოლი და 3 საგოლე გადაცემაა.
Transfermarkt-ის მონაცემებით, ფრანგის სატრანსფერო ღირებულება 180 მილიონი ევროა.