Belive

უეფამ ალვარესის გაუქმებული პენალტის შესახებ ოფიციალური განცხადება გაავრცელა

12 საათის წინ ფეხბურთი
1 წთ

,,ატლეტიკოსა'' და ,,რეალის'' მატჩის პენალტების სერიაში ხულიან ალვარესის გაუქმებულ თერთმეტმეტრიანს დიდი აჟიოტაჟი მოჰყვა.

გულშემატკივრები სოციალური ქსელებში უეფასგან ითხოვდნენ ისეთ კადრს, რომელშიც აშკარად გამოჩნდებოდა, რომ არგენტინელი ფეხბურთული პენალტის შესრულებისას ბურთს ორჯერ შეეხო.

,,როხიბლანკოს'' მიმართვის საპასუხოდ, გუშინ უეფამ ოფიციალური განცხადება გაავრცელა, რასაც ალვარესის თერთმეტმეტრიანის ვიდეოც დაურთო:

,,ატლეტიკომ უეფას ხულიან ალვარესის გაუქმებული პენალტის შესახებ მიმართა.

მიუხედავად იმისა, რომ შეხება მინიმალურია, ფეხბურთელს თერთმეტმეტრიანის დარტყმამდე ბურთთან კონტაქტი ჰქონდა, რაც თანდართულ ვიდეოშიცაა ნაჩვენები. ამჟამინდელი წესით, ეპიზოდში VAR უნდა ჩარეულიყო და მსაჯისთვის ეთქვა, რომ გოლი გასაუქმებელი იყო.

უეფა ფიფასთან და ფეხბურთის საერთაშორისო საბჭოსთან იმსჯელებს უნდა გადაიხედოს თუ არა ეს წესი მაშინ, როცა ბურთთან ორმაგი შეხება აშკარად უნებლიეა.'' - წერია უეფას ვებგვერდზე

ჩემპიონთა ლიგის მერვედფინალური ეტაპის საპასუხო შეხვედრაში ,,რეალმა'' ,,ატლეტიკო'' პენალტების სერიაში დაამარცხა და მომდევნო ეტაპზე გავიდა.

კარლო ანჩელოტის გუნდის მეტოქე 1/4-ფინალში ლონდონის ,,არსენალი'' იქნება.

სხვა სტატიები