Belive

ოფიციალურად: ალექსის მაკ ალისტერი ლივერპულის ფეხბურთელია

1 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ლივერპულმა" 24 წლის მსოფლიო ჩემპიონი, არგენტინელი ალექსის მაკ ალისტერი ოფიციალურად შეიძინა. აღსანიშნავია ის ფაქტი, რომ მაკ ალისტერი ინგლისური გრანდის ახალი 10-იანი იქნება.

კლუბმა ტრანსფერი სოციალურ ქსელ "Twitter"-ში გააოფიციალურა და დაადასტურა.

"ჩვენ მივაღწიეთ შეთანხმებას 24 წლის არგენტინეიც ჩვენც კლუბშინ - ალექსის მაკ ალისტერთან, რომელიც ჩვენც კლუბში "ბრაიტონიდან" გადმოვიდა. გარიგება არის გრძელვადიანი, ტრანსფერის საფასურს ჯერ არ ვასაჯაროვებთ..." - წერია "ლივერპულის" განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ალექსის მაკ ალისტერი 2019-წლიდან "ბრაიტონის" რიგებში ირიცხება, თუმცა 2-ჯერ, 2019 და 2020 წლებში, მაკ ალისტერი "არგენტინოს იონირსა" და "ბოკა ხუნიორსში" იყო განათხოვრებული.

მაკ ალისტერს "ბრაიტონთან" ერთად პრემიერ ლიგის 2022/2023 წლების სეზონი ბრწყინვალე ჰქონდა. მან 10 გოლი გაიტანა და 2 საგოლე გადაცემა შეასრულა.

სხვა სტატიები