ინიგო მარტინესი: "ინტერთან მარცხის ბრაზს ელ კლასიკოში ამოვიღებთ"
6 თვის წინ
ფეხბურთი
1 წთ
კატალონიის "ბარსელონასა" და ესპანეთის ნაკრების 33 წლის მცველმა - ინიგო მარტინესმა, "ინტერთან" მარცხის შემდეგ პირველი კომენტარი გააკეთა და ასევე ძალიან მნიშვნელოვან და მოახლოებულ 'ელ კლასიკოზე' ისაუბრა.
"ძალიან გაბრაზებულები ვართ დაშვებული შეცდომებით და საბოლოო შედეგით, ჩვენ ჩემპიონთა ლიგის ფინალში თამაშს ვიმსახურებდით, თუმცა რას ვიზავთ...
ამ ყველაფრის დავიწყება თანაც მალე ურთულესი იქნება, თუმცა სხვა გზა არ გვაქვს, ახლა მთლიანად 'ელ კლასიკოზე' უნდა გადავერთოთ.
დარწმუნებულები ვართ, რომ 'ელ კლასიკო' ჩვენი იქნება და ლა ლიგასაც ჩვენ მოვიგებთ - ამაში ეჭვიც კი არ გვეპარება.
ასე რომ, ეს ბრაზი მთლიანად 'რეალთან' გასამართ მატჩში უნდა გადავიტანოთ." - ინიგო მარტინესი
შეგახსენებთ, რომ ბასკი მცველი "ბარსელონაში" 2023 წლიდან თამაშობს, რა პერიოდშიც მას 69 მატჩი მოუგროვდა, სადაც 3 გოლის გატანა და 6 საგოლე გადაცემის შესრულება შეძლო.