Belive

ოფიციალურად: ახალი ტურნირი - ევროპის სუპერლიგა დაარსდა

3 წლის წინ ფეხბურთი
1 წთ
ახლა უკვე ოფიციალურად - 12-მა საფეხბურთო კლუბმა ახალი ტურნირი, ევროპის სუპერლიგა დააარსა. "მილანი“, "ინტერი", "იუვენტუსი", "არსენალი“, „ჩელსი“, "ლივერპული", "მანჩესტერ სიტი", "ტოტენჰემი", "მანჩესტერ იუნაიტედი"  „ბარსელონა“, "ატლეტიკო", "რეალი" - ეს იმ გუნდების ჩამონათვალია, რომლებიც ახალი ტურნირის მონაწილეები იქნებიან. ცნობილია, რომ ევროპის სუპერლიგის პირველი პრეზიდენტი ფლორენტინო პერესი იქნება. UEFA-ს მიერ გავრცელებული ინფორმაციით, გუნდები და ფეხბურთელები, რომლებიც ახალ ტურნირზე ითამაშებენ, ევროპა ლიგასა და ჩემპიონთა ლიგაზე მონაწილეობას ვეღარასდროს შეძლებენ. გარდა ამისა, თუ ევროპის სუპერლიგის იდეა ჩავარდება, "რეალი" UEFA-ს ორგანიზებულ ყველა ტურნირს ბოიკოტს გამოუცხადებს მანამ, სანამ კლუბის პრეზიდენტი პერესი იქნება. დიდი ალბათობით, ხსენებულ 12 მონაწილეს კიდევ 3 გუნდი დაემატება - ტურნირი კი სწორედ 15 კლუბით დაიწყება.

სხვა სტატიები