Belive

ენცო მარესკა: "სტერლინგი და ჩილველი უნდა წავიდნენ, მათ თამაში გაუჭირდებათ"

4 თვის წინ ფეხბურთი
1 წთ

"ჩელსის" მთავარმა მწვრთნელმა - ენცო მარესკამ დაადასტურა, რომ გარემარბი რაჰიმ სტერლინგი და მარცხენა მცველი ბენ ჩილველი არ არიან მისი კლუბის გეგმის ნაწილი და მათ შეუძლიათ, რომ კლუბი დატოვონ.

ლონდონურმა გრანდმა პრემიერ ლიგა "სიტისთან" მატჩით გახსნა, სადაც კლუბი 0:2 დამარცხდა. არც ერთი ფეხბურთელი სამატჩო განაცხადში არ იყო, 22 აგვისტოს კი "ჩელსი" კონფერენს ლიგის პლეი-ოფში "სერვეტს" დაუპირისპირდება, სადაც კვლავ ვერცერთი ფეხბურთელი ვერ მოხვდა სამატჩო განაცხადში.

სწორედ წინასამატჩო პრესკონფერენციაზე, "ჩელსის" ახალმა იტალიელმა თავკაცმა - ენცო მარესკამ განაცხადა, რომ რაჰიმ სტერლინგსა და ბენ ჩილველს შეუძლიათ კლუბი დატოვონ.

"მე არ ვამბობ, რომ სტერლინგი არ არის კარგი ფეხბურთელი, მაგრამ მე მირჩევნია სხვა სტილით მოთამაშე გარემარბი მყავდეს ამ ფორმაციის კლუბში.

ჩვენ დიდი შემადგენლობა გვყავს და შეუძლებელია ყველა მათგანისთვის სათამაშო წუთების მიცემა, ამიტომ, ალბათ, ჯობია რომ სტერლინგი და ჩილველი კლუბიდან წავიდნენ, რადგან ისინი ჩემს გეგმაში არ შედიან.

სასტიკია ჩემი მიდგომები?! - არა, უბრალოდ ვცდილობ გულწრფელი ვიყო. მე ველაპარაკე რაჰიმს სიტისთან მატჩის წინ და ვუთხარი, რომ ის იბრძვის იმისათვის, რომ სათამაშოდ წუთები მოიპოვოს.

როგორც ჩანს, მოგწონთ იმაზე ხაზგასმა, რომ ჩვენ გვყავს 43 მოთამაშე, მაგრამ, თუ არ იცით, შეგიძლიათ იცოდეთ, რომ 15-ზე მეტი მოთამაშე ცალ-ცალკე ვარჯიშობს. მათ ჩემთან ყოველდღიური მუშაობა არ უწევთ. გუნდში არ არის არეულობა, როგორც ეს გარედან ჩანს..." - ენცო მარესკა

აღსანიშნავია, რომ სტერლინგმა "ჩელსის" რიგებში 81 შეხვედრა ჩაატარა და 19 გოლთან ერთად, 12 ასისტიც შეასრულა.

ბენ ჩილველი კი "არისტოკრატების" ღირსებას 2020 წლიდან იცავს, რა პერიოდშიც მან 70 მატჩი ჩაატარა და 8-ჯერ შეძლო გოლის გატანა.

კონფერენს ლიგის პლეი-ოფში, "ჩელსი" "სერვეტს" დაუპირისპირდება. მატჩი 22 აგვისტოს 23:00 საათზე შედგება.

სხვა სტატიები